saqartvelos nakrebi
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს. საბჭოთა კავშირისდაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ლიტვასთან ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში.საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, როცა პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიტვასტან გამართეს, რადგანაც პირველად ლიტვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას. ეს მატჩი გაიმართა 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე. ქართველთა შემადგენლობა ასეთი იყო:ბალაძე, კეტაშვილი, ცხადაძე, კუდინოვი, ფირცხალავა, ნადირაძე, ქეცბაია, ზ.რევიშვილი, ო.კორღალიძე, გურული, ფანცულაია; მწვრთნელი გივი ნოდია. მეგობრული შეხვედრა მეგობრულად 2:2 დამთავრდა. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და საკამაოდ წარმატებულიც.1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო–96–ის შესარჩევ ციკლში,სადაც ქართველმა ფეხბურთელები მოლდოვასთან 1:0 დამარცხდნენ.ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.საქართველო ამ ჯგუფში მე–3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს.მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება, 1 ფრე და ჯგუფში მესამე–მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო, თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი– 42–ე ადგილი ეკავა. 2000 წლის ევროპის ჩმპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment