Monday, March 30, 2015

                       



                 ფეხბურთი
ფეხბურთი — გუნდური სპორტი, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითი მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს.სათამაშო მოედნის ფართი განისაზღვრება ხაზებით. ეს ხაზები შედის ფართში, რომელთაც ისინი შემოსაზღვრავენ. ორი გრძელი ხაზი, რომელიც საზღვრავს მოედანს იწოდება გვერდითა ხაზებად, ხოლო ორი მოკლე ხაზი - კარის ხაზად. ხაზის სისქე ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 12 სმ (5 დუიმი). ამის შემდეგ მოედანი იყოფა ზუსტად შუაზე, გვერდითა ხაზების შუაწერტილები ერთდება ერთმანეთთან ხაზით. ამ ხაზის შუაწერტილში კეთდება მოედნის ცენტრის ნიშნული. მის გარშემო შემოიხაზება წრეწირი რადიუსით 9.15მ (110 იარდი).

No comments:

Post a Comment